ლანჩხუთში ჩამონგრეულია 40-მდე სახლი, მოსახლეობა თავს მიკროავტობუსებს აფარებს

დიდთოვლობა გურიის რეგიონში - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 40 სახლი ჩამოინგრა. 

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ჩოჩხათში მითაიშვილების საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა, ისინი თავს მიკროავტობუსს აფარებენ.

„სახლი ჩამოგვენგრა. მიკროავტობუსში ვაფარებთ თავს. ბავშვები სახლში არ გვყავს, მე და ჩემი მეუღლე ვართ. ხმა გავიგეთ და გამოვასწარით წამიერად, პირდაპირ საწოლზე დაეცა ნანგრევები. მივმართეთ სამაშველოს მაგრამ არაა გზები, საერთოდ გზა არაა, რომ ვინმე მოვიდეს. გაიწმინდება და მოვალთო, მერე არ გვჭირდება. ტელეფონსაც ვერ ვტენით. მეზობლების სახლებიც საფრთხის ქვეშაა. მეწყერსაშიში ზონაა. ჩვენ ეკომიგრანტის სტატუსი გვაქვს, გასახლება მაქვს, ველოდები თანხის ჩარიცხვას. ვერ წავედით, მთელი პროცედურები სჭირდება“, - აცხადებს ინგა მითაიშვილი.



თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე რჩება
PACE-ის მონიტორინგის მომხსენებლები - მიუღებელია ოპოზიციონერი პირების დაკავება
რეზა ფეჰლევი მოუწოდებს ირანელ ხალხს აჯანყებისკენ აიათოლების წინააღმდეგ
14 ივნისი პრემია „ელისოს“ დღეა - გამარჯვებულების გამოსავლენად ყველაფერი მზად არის