
პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ეროვნულ საარჩევნო კომისიზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბიულეტინების 100%-ის დათვლის შემდეგ არჩევნების საბოლოო შედეგები ასეთია: ნავროცკიმ, რომელსაც მხარს ოპოზიციური მემარჯვენე-კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართლიანობა“ უჭერს, ხმათა 50.9 პროცენტი მოიპოვა, ხოლო მმართველი პარტიის კანდიდატმა, ვარშავის მერმა, რაფალ ტშასკოვსკიმ – 49.1 პროცენტი.
როგორც პოლონური მედია წერს, ტშასკოვსკის გამარჯვებისთვის 369,452 ხმა სჭირდებოდა.
მანამდე, Ipsos-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, არჩევნებში ვარშავის მერი რაფალ ტშასკოვსკი ლიდერობდა, ხმათა 50,3 პროცენტით.
პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მას შემდეგ ჩატარდა, რაც 18 მაისს პირველ ტურში მონაწილე 13 კანდიდატიდან ვერცერთმა მიიღო გასამარჯვებლად საჭირო ხმათა რაოდენობა.

„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |