კიევზე რუსეთის იერიშის შედეგად აფეთქების ტალღამ წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარი დააზიანა

კიევზე რუსეთის იერიშის შედეგად აფეთქების ტალღამ წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარი დააზიანა, რომელიც იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია. ამის შესახებ კულტურის მინისტრი ნიკოლაი ტოჩიცკი ავრცელებს ინფორმაციას.

„ღამით მტერმა ისევ დაარტყა ჩვენი იდენტობის გულს. დაზიანდა სოფიას ტაძარი კიევში – სიწმინდე, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოებრიობის სიმბოლოს. აფეთქების ტალღამ ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის მთავარი აფსიდის კარნიზის ნგრევა გამოიწვია. ეს მე-11 საუკუნის ტაძარი მთელი უკრაინის სულია“, – წერს მინისტრი სოციალურ ქსელში.

ტაძრის მდგომარეობის შესწავლა და ფიქსაცია სპეციალისტებმა და საგამოძიებო-ოპერატიულმა ჯგუფმა ჩაატარეს. კულტურის სამინისტრო აღნიშნავს, რომ აფეთქებების შედეგად გამოწვეულმა ნებისმიერმა ვიბრაციამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ძეგლის კონსტრუქციის მთლიანობას.

კულტურის სამინისტროს ცნობით, ღამით დარტყმა განხორციელდა ოდესის კინოსტუდიაზეც, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი უძველესი კინემატოგრაფიული ცენტრია. მთლიანად განადგურდა ერთ-ერთი ფილმის დეკორაციები. დაცვის ოპერატიული მოქმედებებით ხანძრის ჩაქრობა მოხერხდა. იერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია.



რეზა ფეჰლევი მოუწოდებს ირანელ ხალხს აჯანყებისკენ აიათოლების წინააღმდეგ
14 ივნისი პრემია „ელისოს“ დღეა - გამარჯვებულების გამოსავლენად ყველაფერი მზად არის
კაია კალასი - ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება სახიფათოა, მხარეებს თავშეკავების გამოჩენისკენ მოვუწოდებ
პეტრე ცისკარიშვილი - ნიკა გვარამიას გარშემო აბსურდის თეატრი ტრიალებს