მაკა ბოჭორიშვილი - უნგრეთი უმასპინძლებს საქართველოს მთავრობის ყველა წევრს

უნგრეთი უმასპინძლებს საქართველოს მთავრობის ყველა წევრს, ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური კავშირების გასამყარებლად და საუკეთესო შესაძლებლობაა, რომ ყველა მიმართულებით გვქონდეს დიალოგი ჩვენს პარტნიორთან,-ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ორ ქვეყანას შორის მთავრობათაშორისი სამიტის პირველი შეხვედრა საქართველოში გაიმართა.

„უნგრეთში გაიმართება საქართველოსა და უნგრეთის მორიგი სამთავრობო სამიტი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, პირველ რიგში ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური კავშირების გასამყარებლად და რა თქმა უნდა, საუკეთესო შესაძლებლობაა, რომ ყველა სექტორში, ყველა მიმართულებით გვქონდეს დიალოგი ჩვენს პარტნიორთან და ამ დიალოგის ფარგლებში გავაძლიეროთ თანამშრომლობა და გავაკეთოთ ორივე ქვეყნისთვის ბევრი საინტერესო პროექტი, რაც მომავალში ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.



კაია კალასი - ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება სახიფათოა, მხარეებს თავშეკავების გამოჩენისკენ მოვუწოდებ
პეტრე ცისკარიშვილი - ნიკა გვარამიას გარშემო აბსურდის თეატრი ტრიალებს
ირაკლი ზარქუა - სასამართლოს გადაწყვეტილებას არ აღასრულებ?! ციხე!
ისრაელმა, ირანმა და იორდანიამ საჰაერო სივრცეები დახურეს