უკრაინამ 1 212 ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინაში, ჩატარებული რეპატრიაციის ღონისძიებების შედეგად, 1 212 დაღუპული სამხედროს ცხედარი დააბრუნეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამშობლოში დააბრუნეს იმ ჯარისკაცების ცხედრები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში და უკრაინის ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში იბრძოდნენ.

შტაბში განმარტავენ, რომ ცხედრები დააბრუნეს შტაბის თანამშრომლების, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის გაერთიანებული ცენტრის, უკრაინის შეიარაღებული ძალების, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს, უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის, უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის სხვა სტრუქტურების ერთობლივი მუშაობის შედეგად.

მათ ცხედრების დაბრუნებაში დახმარება გაუწია „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა“.



რეზა ფეჰლევი მოუწოდებს ირანელ ხალხს აჯანყებისკენ აიათოლების წინააღმდეგ
14 ივნისი პრემია „ელისოს“ დღეა - გამარჯვებულების გამოსავლენად ყველაფერი მზად არის
კაია კალასი - ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება სახიფათოა, მხარეებს თავშეკავების გამოჩენისკენ მოვუწოდებ
პეტრე ცისკარიშვილი - ნიკა გვარამიას გარშემო აბსურდის თეატრი ტრიალებს