საქართველოს ბანკი AI-ის ფინანსებში ინტეგრაციისთვის ქვეყანაში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო ბანკად დასახელდა

საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ Global Finance პირველი AI in Finance Awards 2025-ის გამარჯვებულები დაასახელა. დაჯილდოებების ფარგლებში საქართველოს ბანკმა უმაღლესი აღიარება მოიპოვა. იგი საცალო და კორპორაციული მიმართულებებით ფინანსებში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციისთვის როგორც ქვეყნის, ისე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით საუკეთესო ბანკად დასახელდა.

აღნიშნული ჯილდოები ფინანსურ სექტორში ხელოვნური ინტელექტის წარმატებული და პასუხისმგებლიანი დანერგვის მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტული აღიარებაა. დაჯილდოების პროგრამა  CGI-სთან – გლობალურ IT და საკონსულტაციო ფირმასთან პარტნიორობით ხორციელდება, რომელიც ხელოვნური ინტელექტის  პასუხისმგებლიან დანერგვაშია სპეციალიზებული.

ხელოვნური ინტელექტს ჩვენს სტრატეგიაში ცენტრალური მნიშვნელობა უჭირავს. მას საფუძვლად უდევს ჩვენი მიზანი  — შევთავაზოთ მომხმარებლებს თანამედროვე, პერსონალიზებული და ტექნოლოგიურად გამართული მომსახურება როგორც საცალო, ისე კორპორაციულ დონეზე. ეს უმაღლესი შეფასება ქვეყნისა და რეგიონის მასშტაბით კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველოს ბანკი ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის გზაზე აღწევს“,  — აცხადებს მიხეილ ნადარეიშვილი, საქართველოს ბანკიმონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მთავარი მონაცემთა ანალიტიკოსი.

საქართველოს ბანკმა AI in Finance Awards-ის ფარგლებში საუკეთესო ბანკის ჯილდო მიიღო შემდეგ კატეგორიებში:

·       საუკეთესო ბანკი საცალო მიმართულებითქვეყნის დონეზე;
საუკეთესო ბანკი საცალო მიმართულებითრეგიონულ დონეზე (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა);

·       საუკეთესო ბანკი კორპორაციული მიმართულებითქვეყნის დონეზე;

·       საუკეთესო ბანკი კორპორაციული მიმართულებითრეგიონულ დონეზე (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა).



კაია კალასი - ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება სახიფათოა, მხარეებს თავშეკავების გამოჩენისკენ მოვუწოდებ
პეტრე ცისკარიშვილი - ნიკა გვარამიას გარშემო აბსურდის თეატრი ტრიალებს
ირაკლი ზარქუა - სასამართლოს გადაწყვეტილებას არ აღასრულებ?! ციხე!
ისრაელმა, ირანმა და იორდანიამ საჰაერო სივრცეები დახურეს