ჰოლივუდის მსახიობები ზელენსკის ოსკარის ცერემონიაზე ჩართვას ითხოვენ

მსახიობმა შონ პენმა ჰოლივუდის ვარსკვლავებს მოუწოდა, ბოიკოტი გამოუცხადონ ოსკარის დაჯილდოების ცერემონიას, თუ ცერემონიაზე უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის არ მიიწვევენ. პენის თქმით, ამ შემთხვევაში ის თავის ოსკარს გადაადნობს.

მსახიობის თქმით, თუ აკადემიას არ მიუღია ზელენსკის ცერემონიაზე მიწვევის გადაწყვეტილება ეს "ჰოლივუდის ისტორიაში ყველაზე უწესო მომენტი იქნება".

"თუ ასე მოხდება, ყველა ჩართულ ადამიანს მოვუწოდებ, რომ მართალია ეს შესაძლოა მათი მომენტი იყოს, მათი ფილმების აღნიშვნის დრო, ეს მესმის, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს არის მომენტი როცა შეუძლიათ პროტესტი გამოხატონ და აკადემიის დაჯილდოებას ბოიკოტი გამოუცხადონ. [..] მე თვითონ, თუ აქამდე მივა საქმე, როცა დავბრუნდები, ჩემს [ოსკარს] საჯაროდ გადავადნობ" - თქვა პენმა.

შონ პენი არ არის პირველი, ვინც შესთავაზა ზელენსკის სიტყვა "ოსკარის" დაჯილდოებაზე. მანამდე მსგავსი ინიციატივით გამოვიდა მსახიობი და წლევანდელი ჰოლივუდის ღონისძიების წამყვანი ემი შუმერი. თავად ცერემონია 28 მარტის ღამეს გაიმართება.



საქართველოს ბანკის Ads მენეჯერს მობილბანკით გასააქტიურებელი შეთავაზების ფუნქციონალი დაემატა
ანა ნაცვლიშვილი სუს-ის ანგარიშზე - ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესებზე მორგებული ანგარიში იდება
„თეგეტამ“, „გალტ & თაგარტთან“ ექსკლუზიური პარტნიორობით, 10 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იტალიაში ვიზიტი დაასრულა