რომან გოცირიძე - ეროვნული ბანკი დანაშაულებრივი შეთქმულების მონაწილეა, თურნავას შეიძლება მძიმედ დაუჯდეს

პოლიტიკოსის, საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ყოფილი პრეზიდენტის, რომან გოცირიძის თქმით, სებ-მა ბანკი ქართუ შეგნებულად, ივანიშვილის დავალებით დააჯარიმა, "რათა ეს ფაქტი გამოეყენებინა იმის დასამტკიცებლად, რომ ქართუმ ბაჩიაშვილზე სესხი გასცა წესების დარღვევით და სინამდვილეში ეს სესხი კი არაა, არამედ არის ბიძინა ივანიშვილის ინვესტიცია, ხოლო ბაჩიაშვილი მისი "პადსტავნოი"( ანუ ფიქტიური) პირი ყოფილა".

"2023 წლის 15 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დააჯარიმა ბანკი ქართუ 64 ათასი ლარით და ეს ფაქტი მაშინვე გაასაჯაროვა. აღმოჩნდა, რომ ამავე წელს ეროვნულ ბანკს ქართუბანკი დაუჯარიმებია 200 ათასი ლარით და ამის შესახებ მხოლოდ ამ დღეებში გავიგეთ ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესიდან, რომელსაც ივანიშვილი უჩივის. ეროვნული ბანკი დანაშაულებრივი შეთქმულების მონაწილეა. ბიძინა ივანიშვილის დავალებით შეგნებულად დააჯარიმა მისივე ბანკი, რათა ეს ფაქტი გამოეყენებინა იმის დასამტკიცებლად, რომ ქართუმ ბაჩიაშვილზე სესხი გასცა წესების დარღვევით და სინამდვილეში ეს სესხი კი არაა, არამედ არის ბიძინა ივანიშვილის ინვესტიცია, ხოლო ბაჩიაშვილი მისი "პადსტავნოი"( ანუ ფიქტიური) პირი ყოფილა.

ნათია თურნავამ, რომელიც დაჯარიმების ამ დოკუმენტით დღეს დახურულ სასამართლო სხდომაზე წარსდგა, ისეთ სკანდალში ამოჰყო თავი, რომელიც მომავალში შეიძლება ძალიან მძიმედ დაუჯდეს. ეს არაა თუნდაც ფარცხალაძის შესახებ გამოცემული განკარგულება. ის პოლიტიკური ზეწოლის შედეგად, სამწუხაროდ, კანონიერად შექმნილი დოკუმენტია, რომელიც ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის არარსებობის მაჩვენებელია, ქართუს მიზანმიმართული დაჯარიმება კი კრიმინალური აქტია, რომელიც ივანიშვილის მიერ ბაჩიაშვილისათვის ასეულ მილიონობით დოლარის ღირებულების აქტივების გამოძალვას ემსახურება.

მოსამართლეც ვერ ასცდება სასჯელს". - წერს გოცირიძე.

საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის ე.წ. ბიტკოინების საქმეზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა დახურულ პროცესზე 17 თებერვალს გამოიკითხა.



საქართველოს ბანკის Ads მენეჯერს მობილბანკით გასააქტიურებელი შეთავაზების ფუნქციონალი დაემატა
ანა ნაცვლიშვილი სუს-ის ანგარიშზე - ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესებზე მორგებული ანგარიში იდება
„თეგეტამ“, „გალტ & თაგარტთან“ ექსკლუზიური პარტნიორობით, 10 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იტალიაში ვიზიტი დაასრულა