გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ეკლესია გაქურდეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გაქურდეს. ტაძრიდან მოსახლეობის მიერ გაღებული შესაწირი უკვე მეორედ მოიპარეს.

ჯერ-ჯერობით დაუდგენელმა პირებმა ეკლესიაში წირვა- ლოცვის შემდეგ შეაღწიეს.

ეკლესიის სტიქაროსანი  უჩა ქემაშვილი ამბობს, რომ  მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა.

,,გუშინწინ, შაბათს ამ ეკლესიაში ჩატარდა წირვა-ლოცვა, რის შემდეგაც სასულიერო პირებმა მიცვალებულთა მოხსენიების პანაშვიდი გადაიხადეს, საკმაოდ ბევრი ხალხი იყო ტაძარში მოსული და იფიქრეს შესაწირიც ბევრი იქნებოდა. ტაძრის შესაწირი ორივე ყუთი მოგლეჯილია და თანხაა წაღებული"- ამბობს ქემაშვილი.

 ჩუმლაყის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია უკვე მეორედ გაქურდეს. პირველი შემთხვევის დროს, დაუდგენელმა პირებმა ხატები და საეკლესიო ნივთებიც დააზიანეს.



საქართველოს ბანკის Ads მენეჯერს მობილბანკით გასააქტიურებელი შეთავაზების ფუნქციონალი დაემატა
ანა ნაცვლიშვილი სუს-ის ანგარიშზე - ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესებზე მორგებული ანგარიში იდება
„თეგეტამ“, „გალტ & თაგარტთან“ ექსკლუზიური პარტნიორობით, 10 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იტალიაში ვიზიტი დაასრულა