საფრანგეთის საგარეო მინისტრი - შემაშფოთებულია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მზარდი დაძაბულობა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო აცხადებს, რომ შეშფოთებულია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მზარდი დაძაბულობის გამო.

საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ იქ განლაგებული ევროპული მისია გაფართოვდება, რათა შეძლოს ამ დაძაბულობის მონიტორინგი და შეკავება.

„ახლა აუცილებელია სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა და თვითნებურად დაკავებული პირებისა და პატიმრების გათავისუფლება”, – განაცხადა ჟან-ნოელ ბარომ.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში ეხმაურებიან. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, აიხან ჰაჯიზადეს განცხადებით, საფრანგეთის მიერ სომხეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდება და მისი დიდი ხნის ანტიაზერბაიჯანული პოზიცია, რომელიც არ ემსახურება მშვიდობას, არ შეესაბამება საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ნოელ ბაროს შეხედულებებს, რომელმაც შეშფოთება გამოთქვა რეგიონში დაძაბულობის გაჩენის გამო.

„მიუხედავად იმისა, რომ სამშვიდობო შეთანხმების დასრულება მნიშვნელოვანი მოვლენაა, მისი ხელმოწერა და რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევა მოითხოვს სომხეთის კონსტიტუციაში აზერბაიჯანის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიებისა და საგარეო ჩარევის აღმოფხვრას, ძირითადად საფრანგეთის მხრიდან, რაც რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციას ემსახურება“, – განაცხადა აიხან ჰაჯიზადემ.



საქართველოს ბანკის Ads მენეჯერს მობილბანკით გასააქტიურებელი შეთავაზების ფუნქციონალი დაემატა
ანა ნაცვლიშვილი სუს-ის ანგარიშზე - ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესებზე მორგებული ანგარიში იდება
„თეგეტამ“, „გალტ & თაგარტთან“ ექსკლუზიური პარტნიორობით, 10 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იტალიაში ვიზიტი დაასრულა