შსს-ს ცნობით, რუსთაველის გამზირზე ორი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 20 აპრილს ორი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე დააკავეს გიორგი ორთოიძე და გიორგი სამხარაძე.



საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იტალიაში ვიზიტი დაასრულა
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის შეთავაზებით 4GB-ის ფესტივალის ბილეთების შეძენისას
სელფი მობაილი „ქოლგა თბილისი ფოტო 2025“-ის პარტნიორია
თიბისი ტექსკოლის გაზაფხულის სემესტრზე სწავლა დაიწყო