მაია სანდუ - რომის პაპმა მოახერხა ადამიანების დაახლოება, მიუხედავად რწმენისა, წარმომავლობისა თუ სტატუსისა

რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტი, მაია სანდუ.

,,დღეს, აღდგომის მეორე დღეს, მსოფლიო შორდება თანაგრძნობისა და თანასწორობის დაუღალავ მაუწყებელს. რომის პაპმა ფრანცისკემ თავისი ცხოვრება კაცობრიობის ღირებულებებს, იმედსა და სოლიდარობას მიუძღვნა და მისი პირადი მაგალითით, მან მოახერხა ადამიანების დაახლოება, მიუხედავად რწმენისა, წარმომავლობისა თუ სტატუსისა.

მისი წასვლა მთელი კაცობრიობის ასახვის მომენტია. დაე ბევრის გულებში ანთებული სინათლე ცოცხალი დარჩეს და გაგვიძღვეს უკეთესი სამყაროსკე'' - წერს მაია სანდუ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა.



საქართველოს ბანკის Ads მენეჯერს მობილბანკით გასააქტიურებელი შეთავაზების ფუნქციონალი დაემატა
ანა ნაცვლიშვილი სუს-ის ანგარიშზე - ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესებზე მორგებული ანგარიში იდება
„თეგეტამ“, „გალტ & თაგარტთან“ ექსკლუზიური პარტნიორობით, 10 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იტალიაში ვიზიტი დაასრულა