სერგეი ლავროვსა და მარკო რუბიოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

სერგეი ლავროვსა და მარკო რუბიოს შორის პროდუქტიული სატელეფონო საუბარი გაიმართა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

„27 აპრილს შედგა სატელეფონო საუბარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან, მარკო რუბიოს შორის. გაგრძელდა პროდუქტიული აზრთა გაცვლა რუსეთ-ამერიკის პოლიტიკური დიალოგის ძირითად ასპექტებზე, რომელიც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გააქტიურდა. მთავარი ყურადღება დაეთმო უკრაინის კრიზისის საკითხს. ასევე განხილული იყო ზოგიერთი სხვა საერთაშორისო საკითხი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, როგორც რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამია, მხარეები შეთანხმდნენ, რომ კონტაქტები ყველა დონეზე გაგრძელდება.



საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იტალიაში ვიზიტი დაასრულა
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის შეთავაზებით 4GB-ის ფესტივალის ბილეთების შეძენისას
სელფი მობაილი „ქოლგა თბილისი ფოტო 2025“-ის პარტნიორია
თიბისი ტექსკოლის გაზაფხულის სემესტრზე სწავლა დაიწყო