დიმიტრი მედვედევი - პირველ რიგში, კიევის ნეონაცისტური რეჟიმი უნდა გავანადგუროთ

ევროპის დენაციფიკაცია გვჭირდება, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

„ჩვენ ნამდვილი დენაციფიკაცია გვჭირდება. ნაციზმი, როგორც იდეოლოგია, სრულიად უნდა განადგურდეს არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მთელ ევროპაში. ეს კი სხვადასხვა სახელმწიფოების ერთობლივი მოქმედებებით უნდა განხორციელდეს“, - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

მისი თქმით, „უკრაინის ბედი გადაწყვეტილია და კიევის რეჟიმი უნდა განადგურდეს“.

„ჩემი აზრით, უკრაინის ბედი წინასწარ გადაწყვეტილია. გაურკვეველია რამდენ ხანს გააგრძელებს მისი ნარჩენები ფუნქციონირებას, ვის დასჭირდება ის პრაგმატულ დასავლურ სამყაროში, ენერგორესურსების, ინდუსტრიის, პერსპექტივებისა და პოტენციალის გარეშე. პირველ რიგში, ჩვენ სპეციალური სამხედრო ოპერაცია გამარჯვებით უნდა დავასრულოთ და კიევის ნეონაცისტური რეჟიმი გავანადგუროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს კონფლიქტი მრავალი წლის განმავლობაში გაგრძელდება“, - აღნიშნა მედვედევმა.



საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იტალიაში ვიზიტი დაასრულა
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის შეთავაზებით 4GB-ის ფესტივალის ბილეთების შეძენისას
სელფი მობაილი „ქოლგა თბილისი ფოტო 2025“-ის პარტნიორია
თიბისი ტექსკოლის გაზაფხულის სემესტრზე სწავლა დაიწყო