სადგურის მოედანზე, ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

სადგურის მოედანზე, სავარაუდოდ, ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, ახალგაზრდა მამაკაცს უცნობი პირი ფიზიკურად დაუპირისპირდა.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მათ შორის ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობენ.

ასევე, დაკითხვაზე გადაიყვანეს რამდენიმე თვითმხილველი.

თავად მამაკაცის ცხედარი ცოტა ხნის წინ პროზექტურაში გადაასვენეს.

როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.



პრემია „ელისოს“ 2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფები გურჯაანში გამოვლინდნენ
თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე რჩება
PACE-ის მონიტორინგის მომხსენებლები - მიუღებელია ოპოზიციონერი პირების დაკავება
რეზა ფეჰლევი მოუწოდებს ირანელ ხალხს აჯანყებისკენ აიათოლების წინააღმდეგ