ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა და ნინო ზაუტაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს სასამართლოში უჩივლეს

ჟურნალისტებმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა და ნინო ზაუტაშვილმა სამსახურიდან გათავისუფლების გამო, საზოგადოებრივ მაუწყებელს სასამართლოში უჩივლეს.

ჟურნალისტებმა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 8 მაისს შეიტანეს.

ზაუტაშვილი და ჩიქოვანი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან აპრილში გაათავისუფლეს. ორივე ჟურნალისტს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა გათავისუფლების შესახებ ზეპირ შეხვედრაზე აცნობა. 

ჟურნალისტების თქმით, ტელეკომპანიის განმარტებით, მათი გათავისუფლების საფუძველი არხის შიდა მოკვლევის დასკვნაა. 

ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი არხის სარედაქტიო პოლიტიკას საჯაროდ აკრიტიკებდნენ და სახელისუფლებო გავლენებზე საუბრობდნენ. 

საზოგადოებრივი მაუწყებელის განცხადებით კი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისა და ნინო ზაუტაშვილის გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანი და მიუკერძოებელია.



პრემია „ელისოს“ 2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფები გურჯაანში გამოვლინდნენ
თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე რჩება
PACE-ის მონიტორინგის მომხსენებლები - მიუღებელია ოპოზიციონერი პირების დაკავება
რეზა ფეჰლევი მოუწოდებს ირანელ ხალხს აჯანყებისკენ აიათოლების წინააღმდეგ