გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან ცხრა წელი გავიდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე გიგა ოთხოზორიას საფლავზე ოჯახის წევრებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქის, 30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან ცხრა წელი შესრულდა. ზვიად ზვიადაძემ გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებს თანაგრძნობა გამოუცხადა და მისი საფლავი ყვავილებით შეამკო.

ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.



 



პრემია „ელისოს“ 2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფები გურჯაანში გამოვლინდნენ
თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე რჩება
PACE-ის მონიტორინგის მომხსენებლები - მიუღებელია ოპოზიციონერი პირების დაკავება
რეზა ფეჰლევი მოუწოდებს ირანელ ხალხს აჯანყებისკენ აიათოლების წინააღმდეგ