ნიკა მელიამ მოსამართლეს წყალი შეასხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს, ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა.

აღნიშნული მაშინ მოხდა, როცა ნიკა მელია მოსამართლეს მიმართავდა შემდეგი სიტყვებით, რომ „ის არის დავალების შემსრულებელი და რომ ის, როგორც მოსამართლე არ დაინტერესებულა თუ რატომ დააკავეს გუშინ ის უკანონოდ“.

მას შემდეგ, რაც ნიკა მელიამ წყალი შეასხა მოსამართლეს, მელია სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს, ხოლო მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა



Flitt პირველი ფინტექ კომპანიაა საქართველოში, რომელმაც Visa-ს სრული PayFac სერტიფიკატი მიიღო
აღმოაჩინე საქართველოს ბანკის სტიპენდიები და განათლების გზაზე არ გაჩერდე
საქართველო 2025 წელს მაღალი ეკონომიკური ზრდით დაასრულებს - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზე დაადგინა