რუსეთმა ჩერნიგოვზე დრონებით იერიში მიიტანა

რუსეთმა გასულ ღამეს ჩერნიგოვზე დრონებით იერიში მიიტანა.

უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.

დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ჩერნიგოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დმიტრი ბრიჟინსკი აცხადებს, რომ იერიშის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა.

„დაზიანებულია მრავალსართულიანი შენობები, სკოლა, რამდენიმე მაღაზია, ავტობუსის გაჩერება, კერძო დასახლებები. მტერმა ასევე სამრეწველო საწარმოს დაარტყა“, – განაცხადა დმიტრი ბრიჟინსკიმ.



პრემია „ელისოს“ 2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფები გურჯაანში გამოვლინდნენ
თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე რჩება
PACE-ის მონიტორინგის მომხსენებლები - მიუღებელია ოპოზიციონერი პირების დაკავება
რეზა ფეჰლევი მოუწოდებს ირანელ ხალხს აჯანყებისკენ აიათოლების წინააღმდეგ