„გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ ახალი ეპიზოდის სტუმარი ივა ქიმერიძეა - პროექტის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის ევროპული მოგზაურობის ახალი სტუმარი ივა ქიმერიძეა – ახალგაზრდა არტისტი, რომელიც ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებას, ჟანრსა და სტილს საკუთარი იდეების განსახორციელებლად იყენებს.

ამასთან, ივა ქიმერიძე საქართველოს ბანკის და Miami Ad School Europe-ის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის 2024 წლის გამარჯვებულია.

დათო გორგილაძესთან ინტერვიუში ის საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილების, ძველი თუ ახალი გამოწვევების და სამომავლო გეგმების შესახებ საუბრობს. ინტერვიუში გაიგებთ უფრო მეტს და აღმოაჩენთ ახალს. მართალია გერმანული მოგზაურობა ბერლინში იწყება, თუმცა, საბოლოოდ, საუბრისას ყველა გზა მაინც საქართველოსკენ მოდის.

11 ივნისს, 21:00 საათზე არ გამოგრჩეთ ახალი ეპიზოდი Youtube-ის არხზე „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“. პროექტის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.



პრემია „ელისოს“ 2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფები გურჯაანში გამოვლინდნენ
თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე რჩება
PACE-ის მონიტორინგის მომხსენებლები - მიუღებელია ოპოზიციონერი პირების დაკავება
რეზა ფეჰლევი მოუწოდებს ირანელ ხალხს აჯანყებისკენ აიათოლების წინააღმდეგ