
პარტიაში რატომ უნდა იყოს ხელფასები, რამე ახალია და ჩვენ არ ვიცით? – მე გენერალური მდივანი ვარ 2012 წლიდან მოყოლებული და პარტიიდან ერთი თეთრი ხელფასი არ ამიღია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას რატომ არ აქვს ირაკლი ღარიბაშვილს დეკლარაციაში მითითებული „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობის პოსტზე ყოფნის ანაზღაურება.
როგორც კალაძე აღნიშნა, პარტიული თანამდებობის პირებს ხელფასები არ აქვთ.
„პარტიაში რატომ უნდა იყოს ხელფასები, რამე ახალია და ჩვენ არ ვიცით? არც პარტიის თავმჯდომარეს, არც აღმასრულებელ მდივანს, არც გენერალურ მდივანს... მე პარტიის გენერალური მდივანი ვარ 2012 წლიდან მოყოლებული და პარტიიდან ერთი თეთრი ხელფასი არ ამიღია. ჩვეულებრივი მომენტია, რა არის ამაში [ახალი]?! [დეკლარაციასთან დაკავშირებით] ბატონ ირაკლის შეგიძლიათ დაუსვათ კითხვები და დარწმუნებული ვარ, მიიღებთ ამომწურავ პასუხს“, - განაცხადა კალაძემ.

„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |