ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სექტორული სანქციები გაახანგრძლივა

ევროკავშირი დღეს ოფიციალურად შეთანხმდა რუსეთის წინააღმდეგ სექტორული სანქციების გახანგრძლივებაზე, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას რათა აიძულოს ის, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი დაასრულოს.

„გავაგრძელებთ მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებას, რათა მან უკრაინაში ომი დაასრულოს. თითოეული სანქცია ასუსტებს რუსეთის ომის წარმოების უნარს“, - აცხადებს კალასი.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ევროკავშირის 27-ვე ქვეყანამ ხელი მოაწერა დოკუმენტს სექტორული სანქციების ექვსი თვით, 2026 წლის 31 იანვრამდე გახანგრძლივების შესახებ.



Flitt პირველი ფინტექ კომპანიაა საქართველოში, რომელმაც Visa-ს სრული PayFac სერტიფიკატი მიიღო
აღმოაჩინე საქართველოს ბანკის სტიპენდიები და განათლების გზაზე არ გაჩერდე
საქართველო 2025 წელს მაღალი ეკონომიკური ზრდით დაასრულებს - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზე დაადგინა