სელფი Airalo-ს ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოში

ქართული მობილური ოპერატორი სელფი მობაილი, რომელიც 1.42 მილიონ აბონენტს ემსახურება, მსოფლიოს წამყვანი eSIM პლატფორმის Airalo ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოში. ეს ნიშნავს რომ Airalo-ს 20-მილიონიანი მომხმარებლისთვის, Airalo-ს eSIM-ით სარგებლობისას საქართველოში, ხელმისაწვდომია  ექსკლუზიურად სელფის eSIM-ი და ტარიფები.

პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოში შემოსული ტურისტი შეძლებს შეიძინოს სელფის სპეციალური ტურისტული eSIM ტარიფები, რეგისტრაციისა და ოფისში მისვლის გარეშე, დისტანციურად და სულ 2 წუთში.

« სელფი  ერთადერთი მობილური ოპერატორია საქართველოში, რომელმაც მსგავსი მასშტაბური თანამშრომლობა გააფორმა საერთაშორისო eSIM პლატფორმასთან, რაც კიდევ ერთი მტკიცე ნაბიჯია გლობალურ ციფრულ ეკოსისტემაში ინტეგრაციისკენ და მსოფლიო ტურისტულ ინდუსტრიაში. ეს წარმატება პროექტში მონაწილე თითოეული თანამშრომლის პროფესიონალიზმისა და დაუღალავი შრომის შედეგია, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მათ.» - აცხადებს სელფის მობილური საბითუმო ბიზნესის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, თეკლე ცხვედიანი.



Flitt პირველი ფინტექ კომპანიაა საქართველოში, რომელმაც Visa-ს სრული PayFac სერტიფიკატი მიიღო
აღმოაჩინე საქართველოს ბანკის სტიპენდიები და განათლების გზაზე არ გაჩერდე
საქართველო 2025 წელს მაღალი ეკონომიკური ზრდით დაასრულებს - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზე დაადგინა