საქართველოს ბანკის კრეატიულმა კამპანიებმა საერთაშორისო Epica Awards-ზე სამი მედალი მოიპოვა

საქართველოს ბანკის კრეატიულმა კამპანიებმა საერთაშორისო კრეატიული ფესტივალის Epica Awards-ის სამ კატეგორიაში გაიმარჯვა და 1 ვერცხლის, 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 

Epica Awards-ის მიერ მინიჭებული მედლები შემდეგ კატეგორიებზე გადანაწილდა:

 

“Epica Awards-ის საერთაშორისო ჟიურის მიერ მონიჭებული აღიარება ჩვენთვის ძალიან  სასიხარულოაფესტივალის ფარგლებშისაქართველოს ბანკის მარკეტინგის გუნდის მიერ განხორციელებული პროექტები 60 ქვეყნის 200-ზე მეტმა ჟურნალისტმა და რედაქტორმა შეაფასა და სამ კატეგორიაში დაასახელა გამარჯვებულადეს აღიარება ერთგვარი დაფასებაა ჩვენი ძალისხმევისა და მისწრაფების - მუდმივად შევქმნათ ახალი სტანდარტი ბრენდის კომუნიკაციაში და მივცეთ ადამიანებს მოტივაციაარ გაჩერდნენამასთანმინდამადლობა გადავუხადო კამპანიების იდეების შექმნისა და განხორციელების პროცესში ჩართულ თითოეულ ადამიანსჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ახალიკიდევ უფრო მასშტაბური კრეატიული კამპანიების განხორციელებას”, - აღნიშნავს მარიამ ცანავასაქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი. 

Epica Awards საერთაშორისო კრეატიული ჯილდოა, რომლის გამარჯვებულებსაც ჟურნალისტები ავლენენ - 200-ზე მეტი რედაქტორი და უფროსი ჟურნალისტი, 60 ქვეყნიდან. ობიექტურ შეფასებებზე დაყრდნობით კი ვლინდებიან გამორჩეული კრეატიული იდეების ავტორები. 

Epica Awards 2025-ის ფარგლებში გამარჯვებულებად დასახელდნენ ისეთი საერთაშორისო ბრენდები, როგორებიცაა: კოკა-კოლა (იტალია), IKEA, Deutsche Telekom, Amazon Prime Video, McDonalds (იაპონია), Lufthansa, The Guardian და სხვა.



ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თიბისიმ გაეროს ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო მიიღო
საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს Canva-ს გამოყენების კურსი დაემატა
თიბისი კაპიტალი ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრი გახდა
მოემზადე საახალწლოდ თიბისის ერთგული ბარათით და დაზოგე ყველაზე ხარჯიან პერიოდში