ბაზისბანკმა IFC-სგან გამორჩეული პარტნიორობისთვის ჯილდო მიიღო

ბაზისბანკმა, IFC-ის მე-9 „გლობალური სავაჭრო პარტნიორების შეხვედრაზე“, საპატიო ჯილდო მიიღო, როგორც კავკასიის რეგიონში GTFP-ის გამორჩეული ემიტენტი ბანკი.

აღნიშნული ჯილდო ასახავს IFC-სთან მრავალწლიანი და წარმატებული პარტნიორობის შედეგს და კიდევ ერთხელ ადასტურებს ბაზისბანკის მზარდ როლს სავაჭრო ფინანსირების მიმართულებით.

GTFP-ის პროგრამის ფარგლებში მიღებული აღიარება, ასევე ადასტურებს ბაზისბანკის წვლილს ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერასა და საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციების ხელშეწყობაში.

„ჩვენთვის დიდი პატივია IFC-ის მიერ კავკასიის რეგიონში გამორჩეულ ემიტენტ ბანკად დასახელება. ეს ჯილდო ასახავს ჩვენ მრავალწლიან თანამშრომლობასა და სავაჭრო ფინანსირების მიმართულებით თანმიმდევრულ მუშაობას. მიღებული ჯილდო კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს მოტივაციას, გავაგრძელოთ ბიზნესის მხარდაჭერა, ხელი შევუწყოთ სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებას და შევთავაზოთ ჩვენს პარტნიორებსა და მომხმარებლებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული ფინანსური გადაწყვეტილებები.“ - ბაზისბანკის კომერციული დირექტორი, გიგი გაბუნია.



„როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!