ბაზისბანკი და საქართველოს უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ფესტივალს

საქართველოს უნივერსიტეტის ორგანიზებითა და ბაზისბანკის სპონსორობით, წელს რიგით მე-10 საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების ფესტივალი IFCS ჩატარდება.

IFCS საერთაშორისო კიბესუფართხოების ფესტივალია, რომელიც უკვე წლებია აერთიანებს საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, წამყვან ექსპერტებსა და ინოვატორებს. ფესტივალის მიზანია კიბერუსაფრთხოების სფეროთი დაინტერესებულ პირებს ქვეყანაში არსებული აქტუალური ტენდენციები გააცნოს. ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, დარგის წამყვანი პროფესიონალებისგან პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ, დეტალურად გააანალიზონ თანამედროვე გამოწვევები და აღმოაჩინონ ინდუსტრიის  სიახლეები.

ფესტივალი მეათე, საიუბილეო წელს კიდევ უფრო დიდი მასშტაბითა და განახლებული ფორმატით ბრუნდება. ღონისძიება ჩატარდება 2 ივლისს, Pulman Tbilisi Axis Tower-ში. ფესტივალის მთავარი ნაწილი დარგის უცხოელი და ადგილობრივი წამყვანი სპიკერები იქნებიან, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ სტუმრებს.

ღონისძიებაზე განხილული იქნება შემდეგი თემები:

ახალი გამოცდილების მისაღებად, ცოდნის გასაღრმავებლად და დარგობრივი კავშირების დასამყარებლად, ფესტივალის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ვებგვერდზე

შეიძინეთ ბილეთები 25%-იანი ფასდაკლებით, გადადით ბმულზე

 



„როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!