უკრაინის გენშტაბმა F-16-ის რაკეტის ჩამოვარდნა დაადასტურა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა, F-16-ის რაკეტის განადგურების ფაქტი დაადასტურა. ამის შესახებ ინფორმაციას "უკრაინსკაია პრავდა" ავრცელებს. 

მედიის ინფორმაციით, 26 აგვისტოს რუსეთის მასიური საჰაერო იერიშის დროს F-16-ის ტიპის რაკეტა ჩამოვარდა.

"26 აგვისტოს რუსეთის საჰაერო იერიშის მოგერიებისას, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა F-16-ები გამოიყენა.

საჰაერო ორთაბრძოლის დროს ავიაგამანადგურებლებმა მაღალი ეფექტურობა აჩვენეს და მეტოქის ოთხი ფრთოსანი რაკეტა გაანადგურა. 

ერთ-ერთმა თვითმფრინავმა იერიშის დროს ბაზასთან კავშირი დაკარგა. როგორც მოგვიანებით გაირკვა თვითმფრინავი ჩამოვარდა, მფრინავი დაღუპულია", - წერია გენშტაბის განცხადებაში.



საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იტალიაში ვიზიტი დაასრულა
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის შეთავაზებით 4GB-ის ფესტივალის ბილეთების შეძენისას
სელფი მობაილი „ქოლგა თბილისი ფოტო 2025“-ის პარტნიორია
თიბისი ტექსკოლის გაზაფხულის სემესტრზე სწავლა დაიწყო