პირველივე წამიდან გადაიღეთ ვიდეო - ადვოკატის რჩევები პოლიციის მხირდან ჩხრეკის შემთხვევაში

პოლიციის მიერ ქუჩაში მოქალაქეების გაჩერებისა და "ჩხრეკის" შემთხვევების გახშირების გამო ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ადამიანები თუ პოლიცია მათ გააჩერებს. 

"რადგან გააქტიურდა ქუჩაში მოქალაქეების (ძირითადად მამაკაცების) გაჩერება და "ჩხრეკა" :

პირველივე წამიდან გადაიღეთ ვიდეო. თქვენ ამის უფლება გაქვთ და არცერთი კანონი ამას არ გიკრძალავთ.

  • მოითხოვეთ პოლიციელებს ვინაობის წარდგენა;
  • მოითხოვეთ აგიხსნან გაჩერების მიზეზი და არა მიზანი;
  • თქვენი იდენტიფიცირება შეიძლება მხოლოდ კონკრეტული მიზეზებით;
  • თქვენი ზედაპირული დათვალიერება შეიძლება მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში;
  • შეჩერების მაქსიმალური ხანგრძლივობა არის 30 წუთი;
  • თქვენი ჩხრეკა აკრძალულია სასამართლოს განჩინების ან პროკურორის დადგენილების გარეშე.

მდგომარეობის გართულების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ადვოკატებს, რომლებიც უსასყიდლოდ ვეცდებით მაქსიმალურად მეტი ადამიანის დახმარებას," - წერს ადვოკატი. 

პოსტს დართული აქვს მუხლები, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონიდან, თუ რა დროს შეიძლება პირის გამოკითხვა (მუხლი 19), პირის იდენტიფიკაცია (მუხლი 20) და ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება (მუხლი 22). 



Flitt პირველი ფინტექ კომპანიაა საქართველოში, რომელმაც Visa-ს სრული PayFac სერტიფიკატი მიიღო
აღმოაჩინე საქართველოს ბანკის სტიპენდიები და განათლების გზაზე არ გაჩერდე
საქართველო 2025 წელს მაღალი ეკონომიკური ზრდით დაასრულებს - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზე დაადგინა