მიხეილ ჯანელიძე - რუსეთი „ოცნების“ ხელით ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას გვიკლავს

იმ მომენტში, როცა ყველაზე ახლოს მივედით ჩვენს ისტორიულ მიზანთან, ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობასთან, რუსეთი, ქართული ოცნების ხელით, ამ შესაძლებლობას ჩვენს ქვეყანას უკლავს - ამის შესახებ წერს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი [2015-2018 წლებში], მიხეილ [პაპუნა] ჯანელიძე სოციალურ ქსელში.

მისივე განცხადებით, ,,ოცნება" მიზანმიმართულად და დაჩქარებული ტემპით ანადგურებს ყველა თავისუფალ სივრცეს და თავისუფალ ადამიანს, რისთვისაც და ვისთვისაც ევროპული ოჯახის წევრობა არის ღირებული.

,,ევროკავშირის მცდელობებს, რომ საქართველო არ დაკარგოს რაღაც ტიპის დიალოგით ქართულ ოცნებასთან, ისეთივე შედეგი ექნება, რა შედეგიც ჰქონდა მათ დიალოგს პუტინთან.

პაპუაშვილის პასუხიც ამას მოწმობს, "ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ბრიუსელშიც ძალიან კარგად იციან - თუ რა დამოკიდებულება აქვს ქართველ ხალხს, რა პრეტენზიები აქვს ქართველ ხალხს ბრიუსელის მიმართ", რომელიც აიგივებს ქართულ ოცნებას ქართველ ხალხთან, ხოლო ევროკავშირს - საბჭოთა კავშირთან'' - წერს მიხეილ [პაპუნა] ჯანელიძე.



ანა ნაცვლიშვილი სუს-ის ანგარიშზე - ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესებზე მორგებული ანგარიში იდება
„თეგეტამ“, „გალტ & თაგარტთან“ ექსკლუზიური პარტნიორობით, 10 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იტალიაში ვიზიტი დაასრულა
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის შეთავაზებით 4GB-ის ფესტივალის ბილეთების შეძენისას