მექსიკაში, მერობის კანდიდატი პირდაპირ ეთერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას მოკლეს

მექსიკის ვერაკრუსის შტატში მერობის კანდიდატს, მმართველი პარტია „მორენას“ წევრს, ესენია ლარა გუტიერესს საარჩევნო კამპანიის დროს პირდაპირ ეთერში ესროლეს, რის შედეგადაც ის და კიდევ სამი ადამიანი გარდაიცვალა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

Facebook-ის პირდაპირ ეთერში ოცამდე გასროლის ხმა მაშინ გაისმა, როცა მხარდამჭერებით გარშემორტყმული ესენია ლარა გუტიერესი ტექსტეპეკის ქუჩებში გადაადგილდებოდა.

შტატის გენერალური პროკურორის ოფისის ცნობით, სროლის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მერობის კანდიდატი და კიდევ სამი დაშავდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა, რომ მოტივის შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი. პრეზიდენტის თქმით, მთავრობა ვერაკრუსის შტატის ოფიციალურ პირებთან კოორდინაციაშია და საჭიროების შემთხვევაში ფედერალურ მხარდაჭერას სთავაზობს.



როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება
შსს-მ კახეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი
ონისე ცხადაძე მოწმე პოლიციელს - რა გითხრეს, რომ ამ სასამართლო პროცესზე მოხვიდოდით და დაგხვდებოდათ ადამიანი, რომელიც დამნაშავე იყო თქვენს დაზიანებაში?
მამუკა მდინარაძე - ჯო უილსონი კომიკურ ფიგურად იქცა ქართული საზოგადოებისთვის, ასეთი სასაცილო კაცების იმედზე არ უნდა იყვნენ