ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ანკარაში თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთთან დღეს დაგეგმილი მოლაპარაკებების შესახებ გადაწყვეტილებას რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს.

„ჩვენ მაღალი დონის დელეგაცია გვყავს, რუსებს კი როგორც ჩანს ბუტაფორიული. ვნახოთ, აქვთ თუ არა მათ გადაწყვეტილების მიღების მანდატი, რადგან ყველამ ვიცით რუსეთში გადაწყვეტილებებს ვინ იღებს. ფორმატს რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ განვიხილავთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.



უსაფრთხო ქუჩები ქვეითებისა და ველომომხმარებლებისთვის - „თეგეტა მოტორსი“ გაეროს უსაფრთხოების კვირეულის მხარდამჭერია
რა დაგხვდებათ საქართველოს ბანკის მობილბანკში − მაისის განახლება
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება
„ქოლგა თბილისი ფოტო“ „ვოლვო ქარ საქართველოს“ მხარდაჭერით გაიმართა