რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკუსორ დენმა გაიმარჯვა

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ბუქარესტის ცენტრისტმა მერმა, ნიკუსორ დენმა გაიმარჯვა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თითქმის ყველა საარჩევნო უბნიდან მიღებული ოფიციალური შედეგებით, დენმა ამომრჩევლების ხმების დაახლოებით 54% მიიღო, ხოლო მისმა მეტოქემ, ულტრამემარჯვენე ჯორჯ სიმიონმა - 46%.

მსოფლიო ლიდერებმა ნიკუსორ დენს არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუმინელებმა აირჩიეს დაპირება ძლიერ ევროპაში ღია, აყვავებული რუმინეთის შესახებ.

ცნობისთვის, რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გუშინ გაიმართა. არჩევნებში მონაწილეობა 11.6 მილიონზე მეტმა რუმინელმა მიიღო.



„თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით თბილისში Global Tech Weekend Tbilisi 2025 გაიმართება
საია - საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა ვერ შეფასდება, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული
ხატია დეკანოიძე - თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს, თავისუფლება მიშას!
თიბისი კონცეპტის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაწევრიანდეს Runners Club-ში