გურიის რეგიონში რამდენიმე სოფელი ამ დრომდე გარე სამყაროსაა მოწყვეტილი

გურიის რეგიონში რამდენიმე სოფელი ამ დრომდე გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის ბაჩო ახალაძის ინფორმაციით, მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია და არის საკვების დეფიციტის პრობლემაც.

„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში კვლავ რთული მდგომარეობაა. რამდენიმე სოფლის გზა ცენტრამდე გაიწმინდა. შიდა სასოფლო გზები არსად არის გაწმენდილი. თოვლის საფარმა წუხელ კიდევ მოიმატა, მაგრამ დიდად არა. ყველაზე რთული ზონა არის საჭამიასერი, ქვემო ხეთი, ზემო ხეთი, კოხნარი ეს სოფლები მოწყვეტილია გარე სამყაროს. ელექტროენერგია არ არის. ვიცით რამდენიმე მარტოხელა მოხუცი, რომელიც საერთოდ კონტაქტზე არ გამოდის, როგორ არიან არც ვიცით და მათ შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. გარდა ამისა არის საკვების პრობლემაც. ხელისუფლებას მოვუწოდებ მოქმედებისკენ, რათა არსებული პრობლემები დროული მოგვარდეს,“- განაცხადა ბაჩო ახალაძემ.



„გარემოს დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. რატომ ?
გაატარეთ ახალი წელი Rooms Batumi-ში და Rooms Kazbegi-ში - ღონისძიების წარმდგენია SOLO და Visa
25%-იანი ფასდაკლება საბურავებზე, აკუმულატორებსა და ანტიფრიზზე - „გადააგორე ზამთარი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება