„გარემოს დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. რატომ ?

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „გარემოს დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი თანმდევ პროექტებთან ერთად განიხილა.

საკითხი განსახილველად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ წარადგინა.

კანონპროექტის მიღება განპირობებულია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ხელშესაწყობად, სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევის შემცირებისათვის საჭირო ზომების გასატარებლად და ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებიდან.

კანონპროექტით სამართლებრივი საფუძველი იქმნება საქართველოში სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების მონიტორინგის, ანგარიშგებისა და დამოწმების (MRV) სისტემის შექმნისა და სისტემის ფუნქციონირების დეტალური მოწესრიგებისთვის. ამასთან, შესრულდება ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები.

მომხსენებლის ინფორმაციით, ავტორიზაციის განმახორციელებელი ორგანო ყველა საქმიანობასთან მიმართებაში, გარდა საავიაციო სფეროსი, გარემოს ეროვნული სააგენტო იქნება. საავიაციო საქმიანობის ნაწილში ავტორიზაციის ორგანო იქნება სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.

კანონპროექტით განისაზღვრება სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევის შესახებ მონიტორინგის, ანგარიშგებასა და დამოწმებასთან დაკავშირებული მოთხოვნები. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებული იქნება ავტორიზაციის გამცემ ორგანოს ყოველწლიურად წარუდგინოს სათბურის გაზების წლიური გაფრქვევის შესახებ ანგარიში, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი"-ს ან/და ევროპული აკრედიტაციის თანამშრომლობის ასოციაციის (The European co-operation for Accreditation (EA)), შესაბამის სფეროში, მრავალმხრივი აღიარების შეთანხმების ხელმომწერ ქვეყანაში აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს მიერ.



„გარემოს დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. რატომ ?
გაატარეთ ახალი წელი Rooms Batumi-ში და Rooms Kazbegi-ში - ღონისძიების წარმდგენია SOLO და Visa
25%-იანი ფასდაკლება საბურავებზე, აკუმულატორებსა და ანტიფრიზზე - „გადააგორე ზამთარი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება