თავდაცვის სამინისტრო - თავდაცვის ძალები დიდთოვლობის შედეგად გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრაში აქტიურად მონაწილეობს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოფხვრისა და დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები ექვს მიმართულებაზე მუშაობენ.

მათივე ცნობით, დღეს დილიდან სამხედრო მოსამსახურეები შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით გავიდნენ ყველა იმ კრიტიკულ ობიექტზე, სადაც მოსახლეობა დახმარებას საჭიროებს. ჯარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში პირადი შემადგენობითა და შესაბამისი ტექნიკით არის ჩართული.

„თავდაცვის ძალების წარმომადგენლები შსს-ს სამაშველო სამსახურთან, მოსახლეობის დახმარების მიზნით, მუდმივ კოორდინაციაშია“, – აღნიშნავენ თავდაცვის უწყებაში.

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრძანების საფუძველზე ჩაერთო. თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მხარდასაჭერად თავდაცვის ძალებიდან გამოყოფილია დასავლეთისა და აღმოსავლეთის, სპეციალური ოპერაციების, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის, ასევე წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობების ქვედანაყოფები და სპეციალური ტექნიკური საშუალებები.



„გარემოს დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. რატომ ?
გაატარეთ ახალი წელი Rooms Batumi-ში და Rooms Kazbegi-ში - ღონისძიების წარმდგენია SOLO და Visa
25%-იანი ფასდაკლება საბურავებზე, აკუმულატორებსა და ანტიფრიზზე - „გადააგორე ზამთარი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება