საკვებისა და სასმელის იმპორტმა მაქსიმუმს, 1.7 მლრდ ლარს გადააჭარბა - რუსული პროდუქცია ლიდერია

საკვები და სასმელი პროდუქტების იმპორტის მოცულობამ მაქსიმუმს, 1.7 მლრდ ლარს გადააჭარბა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, წელს იანვარ-ოქტომბერში ქვეყანაში 1.721 მლრდ ლარზე მეტი მოცულობის პროდუქტები შემოვიდა, რაც 2009 წლიდან ( საგარეო ვაჭრობის პორტალზე ამ პერიოდიდან არის გამოქვეყნებული), მაქსიმალური მაჩვენებელია.

შედარებისთვის, 2024 წლის 10 თვეში სასმელი და საკვები პროდუქტების იმპორტმა 1.438 მლრდ ლარი შეადგინა, 2023 წლის იგივე პერიოდში 1.317 მლრდ ლარი, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში - 1.195 მლრდ ლარის, 2021 წლის 10 თვეში - 852.333 მლნ ლარი, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში - 785.469 მლნ ლარი და ა.შ.

რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც წელს საკვები და სასმელი პროდუქტების იმპორტი განხორციელდა, ლიდერია რუსეთი, რომელზეც მთლიანი იმპორტის 23% მოდის.

უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ საქსტატზე დაყრდნობით გთავაზობთ საკვები და სასმელი პროდუქტების იმპორტიორი ქვეყნების ათეულს:



„გარემოს დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. რატომ ?
გაატარეთ ახალი წელი Rooms Batumi-ში და Rooms Kazbegi-ში - ღონისძიების წარმდგენია SOLO და Visa
25%-იანი ფასდაკლება საბურავებზე, აკუმულატორებსა და ანტიფრიზზე - „გადააგორე ზამთარი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება