Eli Lilly პირველი ფარმაცევტული კომპანია გახდა, რომლის კაპიტალიზაციამ ტრილიონ დოლარს გადააჭარბა

ამერიკული Eli Lilly მსოფლიოში პირველი ფარმაცევტული კომპანია გახდა, რომლის საბაზრო ღირებულებამ 1 ტრლნ დოლარს გადააჭარბა, რაც წონის დაკლების წამლებზე მაღალმა მოთხოვნამ განაპირობა.

პარასკევის ვაჭრობაზე Lilly-ს აქციებმა 1.7%-ით მოიმატა. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია წლის დასაწყისიდან 36%-ით, ხოლო 2024 წელთან შედარებით 32%-ით გაიზარდა. 2023 წელს Lilly მსოფლიოში ყველაზე ძვირი ფარმაცევტული კომპანია გახდა.

ამჟამად Lilly ჯანდაცვის სექტორში სიდიდით მეორე კომპანიასთან შედარებით საბაზრო კაპიტალიზაციით ორჯერ ძვირია.



„გარემოს დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. რატომ ?
გაატარეთ ახალი წელი Rooms Batumi-ში და Rooms Kazbegi-ში - ღონისძიების წარმდგენია SOLO და Visa
25%-იანი ფასდაკლება საბურავებზე, აკუმულატორებსა და ანტიფრიზზე - „გადააგორე ზამთარი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება