Spotlight-ის სპიკერები ცნობილია - ღონისძიების წარმდგენია საქართველოს ბანკი

Spotlight 2025 იწყება! ღონისძიება 20-21 დეკემბერს, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში” გაიმართება. წელსაც, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ინსპირაციული შეხვედრების სერია საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.

ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ სპიკერების შთამაგონებელ ისტორიებს, დაესწრონ მასტერკლასებს და პანელურ დისკუსიებს. 

Spotlight-ის პროგრამის, სპიკერებისა და მათი გამოსვლების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთები ხელმისაწვდომია ვებგვერდებზე: biletebi.ge და tkt.ge 

Biletebi.ge- პლატფორმაზე ბილეთის შეძენისას, საქართველოს ბანკის ბარათით გადახდისას 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. გადახდა უნდა განხორციელდეს საქართველოს ბანკის გადახდის არხით.



BOG-ის AI-ს სასტიპენდიო პროგრამაზე 1500-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა
საქართველოს ბანკის კრეატიულმა კამპანიებმა საერთაშორისო Epica Awards-ზე სამი მედალი მოიპოვა
EBRD „თეგეტა ჰოლდინგს“ საავტომობილო სექტორის ტრანსფორმაციისთვის 25 მილიონი ევროს სესხს გამოუყოფს
თიბისი 33 წლისაა