ჰოლივუდის მსახიობები ზელენსკის ოსკარის ცერემონიაზე ჩართვას ითხოვენ

მსახიობმა შონ პენმა ჰოლივუდის ვარსკვლავებს მოუწოდა, ბოიკოტი გამოუცხადონ ოსკარის დაჯილდოების ცერემონიას, თუ ცერემონიაზე უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის არ მიიწვევენ. პენის თქმით, ამ შემთხვევაში ის თავის ოსკარს გადაადნობს.

მსახიობის თქმით, თუ აკადემიას არ მიუღია ზელენსკის ცერემონიაზე მიწვევის გადაწყვეტილება ეს "ჰოლივუდის ისტორიაში ყველაზე უწესო მომენტი იქნება".

"თუ ასე მოხდება, ყველა ჩართულ ადამიანს მოვუწოდებ, რომ მართალია ეს შესაძლოა მათი მომენტი იყოს, მათი ფილმების აღნიშვნის დრო, ეს მესმის, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს არის მომენტი როცა შეუძლიათ პროტესტი გამოხატონ და აკადემიის დაჯილდოებას ბოიკოტი გამოუცხადონ. [..] მე თვითონ, თუ აქამდე მივა საქმე, როცა დავბრუნდები, ჩემს [ოსკარს] საჯაროდ გადავადნობ" - თქვა პენმა.

შონ პენი არ არის პირველი, ვინც შესთავაზა ზელენსკის სიტყვა "ოსკარის" დაჯილდოებაზე. მანამდე მსგავსი ინიციატივით გამოვიდა მსახიობი და წლევანდელი ჰოლივუდის ღონისძიების წამყვანი ემი შუმერი. თავად ცერემონია 28 მარტის ღამეს გაიმართება.



თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე რჩება
PACE-ის მონიტორინგის მომხსენებლები - მიუღებელია ოპოზიციონერი პირების დაკავება
რეზა ფეჰლევი მოუწოდებს ირანელ ხალხს აჯანყებისკენ აიათოლების წინააღმდეგ
14 ივნისი პრემია „ელისოს“ დღეა - გამარჯვებულების გამოსავლენად ყველაფერი მზად არის