ბრაჭველი ეუთოს რეზოლუციაზე-- რა ჯარიმის შიშმა უნდა გაგვაჩეროს, რომ ამას ღალატი არ დავარქვათ?

ეუთოს საპარლამენტო ასაბლეამ მიიღო “პორტოს დეკლარაცია და რეზოლუციები”, რომელშიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც არის საუბარი. “ქართული ოცნების” ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციისთვის მხარი არ დაუჭერიათ.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეზოლუციის კრიტიკის მიუხედავად, “ქართულმა ოცნებამ” მას მხარი დაუჭირა. რეზოლუცია სხდომაზე ოცნების წარმომადგენელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ გააკრიტიკა.

თბილისს უნიკალური ფანჯარა ეძლევა — მოითხოვოს აღიარების გაუქმება, მიიჩნევენ ექსპერტები. მაგრამ არის თუ არა მზად ხელისუფლება ამ შანსის გამოსაყენებლად? სწორედ ამ საკითხზე წერს იურისტი საბა ბრაჭველი.

საქართველოს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა სირიასთან, რადგან ის აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობას აღიარებს – ეს ფაქტია.

რუსეთის მოკავშირე ასადის ჩამოგდების შემდეგ, სირია ურთიერთობების გლობალური გადატვირთვის პროცესშია, რაც საუკეთესო შანსს გვაძლევს, რომ აღიარება გააუქმონ. ოპოზიციურმა პარტიებმა ამ თხოვნით ერთობლივად მიმართეს ალ-ჯოლანის. ივანიშვილის მთავრობა რას აკეთებს (თუ აკეთებს რამეს) ამ მიმართულებით, ამ დრომდე უცნობია – ესეც ვიცით

გუშინ ეუთომ მიიღო პორტოს დეკლარაცია, რომელიც საქართველოს ორმხრივად ეხება. ერთი მხრივ, დეკლარაცია მოუწოდებს სირიას, ცნოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და უკან წაიღოს აღიარებები, მეორე მხრივ კი – მოუწოდებს საქართველოს, (1) გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები (2) ჩაატაროს ახალი და სამართლიანი არჩევნები, (3) შეწყვიტოს ევროკავშირისადმი მტრული რიტორიკა – ქვემოთ დავლინკავ დეკლარაციას, შესაბამისი პუნქტებით

შალვა პაპუაშვილმა ახლახან თქვა, რომ ამ დეკლარაციას მათმა დელეგაციამ მხარი არ დაუჭირა. ანუ მხარი არ დაუჭირეს ყველაზე ხმამაღალ, ძლიერ და გავლენიან მოთხოვნას სირიისადმი, რომ გააუქმოს ჩვენი ტერიტორიების აღიარებები. – ბრიფინგი ნახეთ

ახლა კითხვები:

1. რა ჰქვიათ მათ, ვინც სამშობლოს ინტერესზე – არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებაზე და გაძლიერებაზე – მაღლა, თავის პირად და პარტიულ ინტერესს აყენებს?

2. რა ჰქვია მათ, ვისთვისაც უდანაშაულო ადამიანების ციხეში ყოფნა გაცხადებულად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნება?

3. და რა ჯარიმის შიშმა უნდა გაგვაჩეროს, რომ ამას ღალატი არ დავარქვათ?”



თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა: სავალუტო შემოდინებები გაიზარდა, კვლავ ევროკავშირის წამყვანი წილით
აღმოაჩინეთ შეთავაზებები ფინანსურ სერვისებზე საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2025 წლის ფინალისტები ცნობილია!
საქართველოს ბანკში ბიზნეს ანგარიშის გახსნა ონლაინ 2 წუთშია შესაძლებელი