გაატარე ზაფხული შენებურად - საზაფხულო შეთავაზებები თიბისი ბარათის მომხმარებლებისთვის

თიბისი ბარათის მომხმარებლებისთვის, ეს ზაფხული კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა.

თიბისის ახალი კამპანიის - გაატარე ზაფხული შენებურად  ფარგლებში, ხელმისაწვდომია სპეციალურად შექმნილი შეთავაზებების სამი განსხვავებული ნაკრები: ზღვაზემთაში და აუზთან, რომელიც თიბისი ბარათის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ზაფხულის სეზონი მათთვის სასურველი ფორმით გაატარონ და მიიღონ დამატებითი სარგებელი.

ზღვაზე

ნაკრები - ზღვაზე - მოიცავს ქეშბექის შეთავაზებებს შავი ზღვის საკურორტო ზონაში მდებარე სასტუმროებზე, საზაფხულო ტანსაცმელზე, აქსესუარებსა და სხვა პროდუქტებზე, რაც მომხმარებლების საზაფხულო სამზადისს კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის.

მთაში
მათთვის, ვინც ზაფხულის გატარებას მთაში გეგმავს, თიბისის შეთავაზება ითვალისწინებს ქეშბექებს მთიან რეგიონებში განთავსებულ სასტუმროებზე; ასევე, ლაშქრობის, კემპინგისა და სპორტული ნივთების მაღაზიებზე.

აუზთან

თბილისსა და კახეთში მყოფ მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ აუზებთან დაკავშირებული ქეშბექის შეთავაზებებით და მაქსიმალურად გამოიყენონ ზაფხულის ცხელი დღეები.

ნაკრებების ფარგლებში, შეთავაზებები განსხვავდება და მოქმედებს სხვადასხვა პერიოდში. დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია თიბისის ციფრულ არხებში.

იმისთვის, რომ ისარგებლო შეთავაზებებით, აიღე ბარათი მარტივად, თიბისის მობაილბანკიდან.

გაატარე ზაფხული შენებურად!



თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა: სავალუტო შემოდინებები გაიზარდა, კვლავ ევროკავშირის წამყვანი წილით
აღმოაჩინეთ შეთავაზებები ფინანსურ სერვისებზე საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2025 წლის ფინალისტები ცნობილია!
საქართველოს ბანკში ბიზნეს ანგარიშის გახსნა ონლაინ 2 წუთშია შესაძლებელი