ბათუმში, სახურავიდან ჩამოვარდნილი თოვლის მასა ქალს თავზე დაეცა

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 40 წლამდე ქალს, რომელიც ქუჩაში გადაადგილდებოდა, შენობის სახურავიდან ჩამოვარდნილი თოვლის მასა დაეცა თავში. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „ბათუმელები“ ავრცელებს.

როგორც თვითმხილველი „ბათუმელებს“ ეუბნება, დაშავებული ქალი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„ბათუმელების“ ცნობით, ბათუმში ბოლო რამდენიმე დღე ინტენსიური თოვის შედეგად, ნახევარ მეტრზე დიდი თოვლი მოვიდა. სახლის სახურავები რადგან გაწმენდილი არ არის, თოვლის მასა შენობის სახურავებიდან დნობის შედეგად ძირს ვარდება. სახიფათო ადგილები კი არ არის შემოსაზღვრული ლენტით.



თიბისი ტექსკოლის გაზაფხულის სემესტრზე სწავლა დაიწყო
მიხეილ ჯანელიძე - რუსეთი „ოცნების“ ხელით ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას გვიკლავს
მიიღეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში
SOLO-ს მხარდაჭერით Jazz Club 1984-ში ბექა გოჩიაშვილის ღონისძიება გაიმართება