მსხვერპლი მოჰყვა უკრაინაზე რუსული დრონებით მორიგ შეტევას

რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანეს. ოდესის ოლქში ერთი ადამიანი დაიღუპა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ოდესის ოლქზე მასირებულმა შეტევამ გამოიწვია სამოქალაქო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის მასშტაბური ნგრევა და ხანძრები კერძო სახლებში.

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ დღეს, 5 მარტს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში ოდესის ოლქში ჩამოაგდეს რუსეთის 10 ე.წ. დამრტყმელი დრონი.

ოდესაზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა იყო 3 მარტსაც. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაზიანდა 93 სახლი და ელექტროქვესადგური.

გასულ ღამით რუსეთის ჯარებმა დრონებით შეუტიეს კიევსაც. საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბორისპოლის რაიონში დაზიანდა სახლი და საწარმო.



მიხეილ ჯანელიძე - რუსეთი „ოცნების“ ხელით ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას გვიკლავს
მიიღეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში
SOLO-ს მხარდაჭერით Jazz Club 1984-ში ბექა გოჩიაშვილის ღონისძიება გაიმართება
ოკუპირებულ ცხინვალში სუს-თან თანამშრომლობის ბრალდებით 51 წლის კაცი დააკავეს