გიორგი ჩიკვაიძე მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვს

დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებული გიორგი ჩიკვაიძე მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.

როგორც გიორგი ჩიკვაიძის ოფიციალური „ფეისბუქ“ გვერდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გიორგი ჩიკვაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება.

„გიორგი ჩიკვაიძე მოითხოვს მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანას, რაზეც პენიტენციური დაწესებულება დუმს! გიორგი, მე-19 დღეა შიმშილობს!

საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე უარს აცხადებს საპატიმროს კლინიკის ნებისმიერ სამედიცინო დახმარებაზე. გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ყოველდღიურად მძიმდება“,- ნათქვამია გიორგი ჩიკვაიძის ოფიციალური „ფეისბუქ“ გვერდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. 11 მარტს გიორგი ჩიკვაიძე სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. მასთან ერთად ბრალდებულია მისი მეგობარი ირაკლი პაპიაშვილიც, თუმცა, მას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა 12 მარტს დაიწყო.



თიბისი ტექსკოლის გაზაფხულის სემესტრზე სწავლა დაიწყო
მიხეილ ჯანელიძე - რუსეთი „ოცნების“ ხელით ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას გვიკლავს
მიიღეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში
SOLO-ს მხარდაჭერით Jazz Club 1984-ში ბექა გოჩიაშვილის ღონისძიება გაიმართება