შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქე 1990 წელს დაბადებული მ.ვ. დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის პირადი და ავტომობილების ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 91 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ინფორმაციას შსს ავრცელებს 



თიბისი ტექსკოლის გაზაფხულის სემესტრზე სწავლა დაიწყო
მიხეილ ჯანელიძე - რუსეთი „ოცნების“ ხელით ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას გვიკლავს
მიიღეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში
SOLO-ს მხარდაჭერით Jazz Club 1984-ში ბექა გოჩიაშვილის ღონისძიება გაიმართება