სტრასბურგის სასამართლომ ანდრო ჭიჭინაძის საქმე წარმოებაში მიიღო

ადვოკატის, თორნიკე მიგინეიშვილის ცნობით, ადამიანთა უფლებების ევროპულმა სასამართლომ მსახიობი ანდრო ჭიჭინაძის საქმე წარმოებაში მიიღო და განხილვა დაიწყო.

"პირველი რთული ეტაპი დაძლეულია წარმატებით!

უმოკლეს ვადაში სტრასბურგის სასამართლომ ჩვენი საჩივარი წარმოებაში მიიღო და ანდრო ჭიჭინაძის საქმის განხილვა დაიწყო!

გვექნება მუდმივი კომუნიკაცია ევროპულ სასამართლოსთან". - წერს მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში.

ჭიჭინაძეს, რომელიც აქციების დროს დააკავეს, ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



თიბისი ტექსკოლის გაზაფხულის სემესტრზე სწავლა დაიწყო
მიხეილ ჯანელიძე - რუსეთი „ოცნების“ ხელით ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას გვიკლავს
მიიღეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში
SOLO-ს მხარდაჭერით Jazz Club 1984-ში ბექა გოჩიაშვილის ღონისძიება გაიმართება