მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მარტში უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მარტის თვეში საქართველოდან უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე გააძევეს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი, სამინისტროს სხვა დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ეფექტურად უზრუნველყოფს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას. კერძოდ, გასული თვის მანძილზე სხვადასხვა ქვეყნის 97 მოქალაქის ქვეყნიდან გაძევება განხორციელდა.

„უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა ქვეყნიდან გაძევებული. გაძევებულ პირებს კანონის შესაბამისად ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

საქართველოდან გაძევებულ იქნა - ინდოეთის, ბელარუსის, ჩინეთის, ტაჯიკეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, ბანგლადეშის, ამერიკის შეერთებული შტატების, ერაყის, ირანის, ნიგერიის, თურქმენეთის, თურქეთის, ეგვიპტის, პაკისტანის, კამერუნის, იორდანიის, ყირგიზეთის - ჯამში 97 მოქალაქე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება“, - ნათქვამია ინფორმაიაში.



თიბისი ტექსკოლის გაზაფხულის სემესტრზე სწავლა დაიწყო
მიხეილ ჯანელიძე - რუსეთი „ოცნების“ ხელით ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას გვიკლავს
მიიღეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში
SOLO-ს მხარდაჭერით Jazz Club 1984-ში ბექა გოჩიაშვილის ღონისძიება გაიმართება