ვოლოდიმირ ზელენსკიმ რადას საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გახანგრძლივების შესახებ კანონპროექტები წარუდგინა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას წარუდგინა კანონპროექტები, რომლებიც საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის ვადის გაგრძელების შესახებ დადგენილებების დამტკიცებას ითვალისწინებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კანონპროექტებით პრეზიდენტი უმაღლეს რადას უკრაინაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის კიდევ 90 დღით გახანგრძლივებას სთავაზობს.

უკრაინული მედია წერს, რომ ეს იქნება საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გაგრძელების შესახებ უმაღლეს რადაში გამართული მე-15 კენჭისყრა რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან.

15 იანვარს უმაღლესმა რადამ უკრაინაში საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის 9 მაისამდე გახანგრძლივების შესახებ კანონპროექტები მიიღო.



მიხეილ ჯანელიძე - რუსეთი „ოცნების“ ხელით ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას გვიკლავს
მიიღეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში
SOLO-ს მხარდაჭერით Jazz Club 1984-ში ბექა გოჩიაშვილის ღონისძიება გაიმართება
ოკუპირებულ ცხინვალში სუს-თან თანამშრომლობის ბრალდებით 51 წლის კაცი დააკავეს