Nato-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე მოლდოვაში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. NATO-ს გენერალური მდივანი მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს შეხვდა. 

როგორც აღნიშნულია მოლდოვის პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე, ლიდერებმა მოლდოვასა და NATO-ს თანამშრომლობა, რეგიონული უსაფრთხოება და ჰიბრიდული საფრთხეები განიხილეს.

"მოხარული ვარ, რომ კიშინიოვში NATO-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს მოლდოვა-NATO-ს თანამშრომლობის, რეგიონული უსაფრთხოებისა და ჰიბრიდული საფრთხეების, მათ შორის კიბერშეტევების განსახილველად შევხვდი. 

მადლობელი ვარ NATO-ს მხარდაჭერისთვის, რომელიც მოლდოვის გაძლიერებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვაზეა მიმართული," - წერს სანდუ თავის X-ზე.



მიხეილ ჯანელიძე - რუსეთი „ოცნების“ ხელით ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას გვიკლავს
მიიღეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში
SOLO-ს მხარდაჭერით Jazz Club 1984-ში ბექა გოჩიაშვილის ღონისძიება გაიმართება
ოკუპირებულ ცხინვალში სუს-თან თანამშრომლობის ბრალდებით 51 წლის კაცი დააკავეს