რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს სალომე ზურაბიშვილი

რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

,,ჩემი ფიქრები მილიონობით კათოლიკესთანაა, რომლებიც აღდგომის ორშაბათს პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას გლოვობენ. 

მქონდა პატივი, საქართველოს პრეზიდენტის რანგში ოფიციალური ვიზიტით ვატიკანში ჩავსულიყავი და შევთანხმებულიყავი [რომის პაპთან] ჩვენს სახელმწიფოებსა და კულტურებს შორის კავშირების გასაძლიერებლად მნიშვნელოვან ნაბიჯებზე" - წერს სალომე ზურაბიშვილი.

რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.



თიბისი ტექსკოლის გაზაფხულის სემესტრზე სწავლა დაიწყო
მიხეილ ჯანელიძე - რუსეთი „ოცნების“ ხელით ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას გვიკლავს
მიიღეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში
SOLO-ს მხარდაჭერით Jazz Club 1984-ში ბექა გოჩიაშვილის ღონისძიება გაიმართება